გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა

23-08-2024

მართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ოლქებში დელეგატები წარადგინა.


„მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ჩვენ წარვადგინეთ „ქართული ოცნების“ დელეგატები, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან.

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ დელეგატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ დედაქალაქში, ქალაქ თბილისში.


თბილისში დელეგატებად დასახელდნენ: 👇

✔️ დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი

✔️ მთაწმინდა-კრწანისი - დავით კაჭარავა

✔️ ვაკე - ზუკა რურუა

✔️ საბურთალო - აკაკი ალადაშვილი

✔️ ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე

✔️ გლდანი - ლადო ბოჟაძე

✔️ ისანი - ნიკა ელისაშვილი

✔️ სამგორი - ვარლამ ლიპარტელიანი


ასეთია წარმოდგენილი შემადგენლობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე, და თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას.


ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს. შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31