გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკო პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

26-08-2024

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების პოტენციურ წარმომადგენლებთან და დამკვირვებელი ორგანიზაციების პოტენციურ დამკვირვებლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.


საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება და მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ.


გარდა ამისა, შეხვედრების ფარგლებში მოხდება საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება, ცესკოს წარმომადგენლები მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას როგორც უშუალოდ აპარატების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ისე საარჩევნო პროცედურების შესახებ, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას. ჩატარდება კენჭისყრის იმიტაციაც, რაც მოიცავს მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას.


მონაწილეებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე დასვან შეკითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები.


აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ 30 პარტიას შესთავაზა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრები მიენიჭათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ცესკომ სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.


30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 9, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 6-მა გამოთქვა.

შეხვედრების განხორციელება სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930