27-08-2024
„ბოკუჩავამ ეტყობა საკუთარი თავი ქართველ კამალა ჰარისად წარმოიდგინა. ზოგადად, ასლი ყოველთვის უარესია დედანზე, რაც არ უნდა კარგად იყოს გადაღებული. ამიტომაც ნაცების მიერ ამერიკული საარჩევნო კამპანიის ეს ხელოვნური და უშნო ასლი-ერზაცი იქნება, რომ წააგებინებთ არჩევნებს,“ - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი აცხადებს, რომ ოპოზიცია არასოდეს იცნობდა ქართულ საზოგადოებას, რადგანაც სხვა „მარცვალზე“ გამოზარდეს მათმა გარე პატრონებმა. მისივე თქმით, ბოლო დროს, რადიკალურმა ოპოზიციამ მოუხშირა „დიქტატურაზე" საუბარს, ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დროს.
„ბოკუჩავამ ეტყობა საკუთარი თავი ქართველ კამალა ჰარისად წარმოიდგინა. ზოგადად, ასლი ყოველთვის უარესია დედანზე, რაც არ უნდა კარგად იყოს გადაღებული. ამიტომაც ნაცების მიერ ამერიკული საარჩევნო კამპანიის ეს ხელოვნური და უშნო ასლი-ერზაცი იქნება, რომ წააგებინებთ არჩევნებს. ძალიან ცუდად იცნობენ და არც არასოდეს იცნობდნენ ქართულ საზოგადოებას, რადგანაც სხვა „მარცვალზე“ გამოზარდეს მათმა გარე პატრონებმა. ბოლო დროს, რადიკალურმა ოპოზიციამ და მათთან აფილირებულმა სახეებმა მოუხშირეს საუბარს „დიქტატურაზე,“ ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დროს. ისე, ხომ გვახსოვს, „დიქტატურაზე“ გამარჯვებული პუტჩისტი-„დემოკრატები“ თბილისის ქუჩებში როგორ უმოწყალოდ ხვრეტდნენ ოპოზიციის მიტინგებს და მერე მთელს სოფლებს წვავდნენ „ზვიადისტობის“ გამო.
სხვათა შორის, მაშინდელი პუტჩისტების და მათი იდეოლოგების ზოგიერთი შთამომავალი, დღეს რომ „ნაცების“ ახალი სახეები არიან და „ურჩხულთან“ ბრძოლისკენ მოგვიწოდებენ, 2003-2012 წლებში, იგივეს ამბობდნენ ნაცებზე, რომლებსაც დღეს ასე ძალუმად ჩაეხუტნენ,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.