30-08-2024
„არასამთავრობო სექტორს რომ აქვს სახელი გატეხილი საქართველოში (მომიტევონ იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც მართლა საქმეს აკეთებენ), მგონი არასად არც ერთ ქვეყანაში. ამის მიზეზი კი რამდენიმეა: დავიწყოთ იმით, რომ „ლიდერი“ არასამთავრობოები პირდაპირ ერევიან პოლიტიკურ პროცესებში, მეტიც სწორედ ისინი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (ეკა გიგაური) სამართლიანი არჩევნები (ნინო დოლიძე) არიან ხოლმე ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორებიც, წამყვანებიც, მეტიც მათ მიერ იქნა გაჟღერებული ტექნიკური მთავრობის რევოლუციური იდეა“, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, როგორც ეკა გიგაურმა, ისე მისმა უცხოელმა დამფინანსებლებმა კარგად იციან, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია, შესაბამისად, აქციებისთვის ახალგაზრდებს ტრენინგებს უტარებს.
„არასამთავრობო სექტორს რომ აქვს სახელი გატეხილი საქართველოში (მომიტევონ იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც მართლა საქმეს აკეთებენ), მგონი არასად არც ერთ ქვეყანაში. ამის მიზეზი კი რამდენიმეა: დავიწყოთ იმით, რომ „ლიდერი“ არასამთავრობოები პირდაპირ ერევიან პოლიტიკურ პროცესებში, მეტიც სწორედ ისინი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (ეკა გიგაური) სამართლიანი არჩევნები (ნინო დოლიძე) არიან ხოლმე ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორებიც, წამყვანებიც, მეტიც მათ მიერ იქნა გაჟღერებული ტექნიკური მთავრობის რევოლუციური იდეა.
ასევე კარგად გვახსოვს „სამართლიანი არჩევნების-ISFED” მიერ არასწორ დათვლილმა ხმებმა გამოიწვია, დაძაბულობა, რევოლუციის და არეულობის მცდელობა საქართველოში. სხვათა შორის ამ ფაქტის შემოსაღება, „ჩვენმა ამერიკელმა“ მეგობრებმა მექანიკურ შეცდომად სცადეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს,“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა (პოლიტიკური აქციების ცნობილი ორგანიზატორმა, დამფინანსებელმა და ტექნიკური მთავრობის ერთ-ერთი ინიციატორმა), 14 აგვისტოს ყვარელში ჩატარებულ შეხვედრაზე, დაუფარავად განაცხადა მისი და სხვა არასამთავრობოების რევოლუციური გეგმების შესახებ. ეკა გიგაური, მშვენივრად აცნობიერებს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არჩევნებზე გარდაუვალია, რაც როგორც ჩანს მხოლოდ მისი ანალიზის შედეგი არ უნდა იყოს, ამის შესახებ მას უცხოელი ბატონებიც ეტყოდნენ.
შესაბამისად რევოლუციონერი გიგაური გეგმავს საპროტესტო აქციებისათვის ახალგაზრდების დატრენინგებას და უცხოეთიდან დაფინანსებასაც არ უარყოფს. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ ვერც გიგაური და ვერც ვერავინ სხვა ამდენს ვერ გაბედავდნენ, პატრონი დონორების და უცხოელი ბატონების იმედი რომ არ ჰქონდეთ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რატომ დაარქვეს „გამჭვირვალობის ქართულ კანონს“ „რუსული“ და რატომ იბრძვიან ასე გააფთრებით მის წინააღმდეგ.
საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ მტერი ყოველთვის გვყავდა, რომელიც თავისი მზაკვრული საქმეების განსახორციელებლად სწორედაც, რომ ადგილობრივი რეზიდენტურა ეიმედებოდა. მაგრამ მათი გეგმების დროულად გამოვლენის, ხელისუფლების სიმტკიცის და ხალხის ერთიანობის ფონზე, მტერი ყოველთვის მარცხს განიცდიდა“, - წერს ნიკოლეიშვილი.