გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: ISFED-ი შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი გუნდის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში გათვალისწინებულია პარტიების აკრძალვა

5-09-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე, „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართლიანი არჩევნები შეშფოთებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს.


მისივე თქმით, სიცრუეა ანგარიშის ის ნაწილიც, სადაც საუბარია, რომ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა ცალკეული ძალადობის შემცველი ქმედებების გამოსაძიებლად.


„სამართლიანი არჩევნები შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით, აზიანებს საარჩევნო პროცესს. ანგარიშის ავტორებს უნდა შევახსენოთ, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს. ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში გათვალისწინებულია პარტიების აკრძალვა მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამის დასტურია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ვციტირებ: „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“ ამასთანავე, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, თუკი ისინი იყენებენ ძალადობრივ ქმედებებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და/ან ძირს უთხრიან სახელმწიფოში ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. დღეისათვის ევროპის საბჭოს 20 სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის 150-მდე შემთხვევა ფიქსირდება.

ანგარიშში ნახსენებია, თითქოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა ცალკეული ძალადობის შემცველი ქმედებების გამოსაძიებლად, რაც სიცრუეა. როგორც უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე საჯარო გამოსვლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა, რომ ანგარიშში მოტანილ ყველა შემთხვევაზე სათანადო რეაგირება მოხდა, დაწყებულია გამოძიება, პირთა ნაწილს უკვე მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი,“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031