გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა წოწერია: ყველამ იცის საზოგადოებაში ანა წითლიძის მისი იმიჯი, როგორც ცრუ და ცილისმწამებლის

6-09-2024

პარლამენტის წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან", ანა წითლის ბრალდებას თითქოს დარჩელის თხილის საშრობი გაძარცულია მორიგ ტყუილს უწოდებენ ,,ქართულ ოცნებაში".


ზუგდიდის მერი და მმართველი გუნდის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი მამუკა წოწერია აცხადებს, რომ ანა წითლიძე ,,ნაციონალური მოძრაობის" აპრობირებულ მეთოდებს მიმართავს და ცრუ ინფორმაციებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას:


,,რაც შეეხება ანი წითლიძეს, ყველამ იცის საზოგადოებაში მისი იმიჯი, როგორც ცრუ და ცილისმწამებლის. მორიგი კასკადი დაიწყო დარჩელთან დაკავშირებით, თითქოს, საშრობი რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით მოეწყო არის გაძარცული ეს სრული სიცრუეა. უბრალოდ კოოპერატივი ვერ შეასრულა მისი ვალდებულებები და შესაბამისად სახელმწიფოს გადაეცა ეს აქტივი. ბევრი ბიზნეს სუბიექტია ამ ობიექტით და ინტერესებული. ძალიან მალე სახელწმიფო მოახდენს მის პრივატიზების და დაიწყებს ფუნქციონირებას მისი მიმართულებით.


მათ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები, ასევე იციან ჩვენი დელეგატის დათო კოდუას იმიჯის და ავტორიტეტის შესახებ, რომელიც წარმოშობით დარჩელიდან არის და შესაბამისად მოუმატეს და გააძლიერეს სიცრუის კასკადი, თუმცა ჩვენმა მოსახლეობამ ყველაფერი კარგად იცის და დარწმუნებული ვარ ისინი შესაბამის არჩევანს გააკეთებენ"- განაცხად მამუკა წოწერიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031