გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ადრონული თერაპიის ცენტრი უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და ეს რეზონანსული პროექტი ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს

6-09-2024

ცალკე აღნიშვნის ღირსია ადრონული ცენტრი, რომელიც უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, მშენებლობა 2026 წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ადრონული თერაპიის ცენტრზე საუბრისას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება, პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტი ქვეყანას სახელს გაუთქვამს, როგორც კი მშენებლობა დასრულდება და კვლევითი პროგრამების განხორციელება დაიწყება.


„ეს არის ძალიან რეზონანსული პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს დასრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ის კვლევითი პროგრამები, რომელიც განხორციელდება ადრონული ცენტრის მიერ,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. პრემიერის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ინფრასტრუქტურითა და ადგილმდებარეობით გამოირჩევა.


„მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც გახლდათ ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნა ქუთაისში, ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ნამდვილად უნიკალური ინფრასტრუქტურა, უნიკალური ადგილმდებარეობა, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომელიც, პირადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეარჩია. არის უმაღლესი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30