გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: 26 ოქტომბერს არ ტარდება უბრალო არჩევნები, ერთმანეთს უპირისპირდება უსამშობლობა და ქვეყნის სიყვარული

8-09-2024

26 ოქტომბერს ომისა და არეულობის პარტიას ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს! 26 ოქტომბერს მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა გაიმარჯვებს!“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალციხეში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდება ომი და მშვიდობა.


„26 ოქტომბერს არ ტარდება უბრალო არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება უსამშობლობა და ქვეყნის სიყვარული, მებრძოლი ათეიზმი და ეკლესიის პატივისცემა, მონობა და სუვერენიტეტი და ამ რეფერენდუმში აუცილებლად ქვეყნის სიყვარული, ეკლესიის პატივისცემა და საქართველოს დამოუკიდებლობა გაიმარჯვებს.


26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ომი და მშვიდობა, ერთმანეთს უპირისპირდება საზოგადოების მორალური გადაგვარების მცდელობა და ტრადიციული ფასეულობები, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი. 26 ოქტომბერს აუცილებლად მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი გაიმარჯვებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31