8-09-2024
„ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, არ არსებობდა თავისუფლება, გამეფებული იყო შიში, ტერორი, უსამართლობა, 1-ელ ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა გუნდმა - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართულმა ოცნების“ მიერ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
„დღეს, 12 წლის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, არ არსებობდა თავისუფლება, გამეფებული იყო გახსოვთ შიში, ტერორი, უსამართლობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ბიზნესი მუდმივი რეკეტისა და ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, მხოლოდ მჩაგვრელი მმართველი ელიტა ცხოვრობდა კარგად, გახსოვთ თქვენ, მხოლოდ ისინი გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, ხალხისთვის კი დაკეტილი იყო რა თქმა უნდა, საზღვრები, დაკეტილი იყო სავაჭრო ბაზრებიც, იყო სრული ნიჰილიზმი და გაურკვევლობა.
1-ელ ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა გუნდმა - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში, ბიუჯეტი და ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრიდან შეიქმნა 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, გაიხსნა ქვეყნის საზღვრები, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში, ჩინეთში, რუსეთში, გავხსენით უზარმაზარი სავაჭრო ბაზრები, ევროკავშირის ბაზარი, სადაც ჩვენს ხალხს შეუძლია ყოველგვარი გადასახადების გარეშე შეიტანონ და გაყიდონ წარმოებული პროდუქცია, გავხსენით უზარმაზარი ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი, დღეს სრული თავისუფლება აქვს ხალხს, როგორც გადაადგილების, ისე ვაჭრობის, მეწარმეობის, საკუთარი ნიჭისა რეალიზების და ქვეყანა, მეგობრებო, 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო. ამ დროს იზრდება და ვითარდება ყველა სექტორი, რაც მთავარია ქვეყანაში დაისადგურა უპრეცედენტო უწყვეტმა მშვიდობამ“, - ირაკლი ღარიბაშვილმა.