გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ორგანიზაციაზე „ჩემი ხმა“: ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, პირდაპირ არიან ჩართულნი „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში

8-09-2024

ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ჩემი ხმა“ დაფუძნებასთან დაკავშირებით განუცხადა.


პრემიერი თქმით, ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში.

„ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას. შეგიძლიათ ნახოთ მათი ფეისბუკგვერდი, ისინი დაკავებულები არიან არა დაკვირვებით, არამედ, პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, იმდენად რეპუტაცია შელახულები არიან ეს ადამიანები, რომ ვერავითარ დადებით გავლენს ვერ მოახდენს მათი ჩართულობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შანსებზე, პირიქით, დამატებით ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ ისეთ შედეგს, რომელიც ეკადრება ჩვენს გუნდს და ისეთ შედეგს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031