გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და სამწუხაროდ არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი

12-09-2024

პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და სამწუხაროდ არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის უნრერვიუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" ხათრით აირჩიეს პრეზიდენტად და მან უღალატა იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა.


„სალომე ზურაბიშვილი აცდენილია საერთოდ ყველაფერს. თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდა მაინცდამაინც დიდი ნდობით, მაგრამ ჩვენი ხათრით, არჩეულ იქნა შესაბამის თანამდებობაზე და დღეს, რეალურად, პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს, აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის ბანაკში. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და, სამწუხაროდ, არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი. ასეთ ფონზე, მისი სრული ალოგიკურობა არის აბსოლუტურად ლოგიკური,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930