გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან გაიმართა

13-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ჯავის, გვაზაურისა და სააკაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.


ირაკლი ხელაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, ასევე ამომრჩეველთან ისაუბრა ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.


„აქ ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ და ვცდილობთ, მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31