გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„რადიკალებისთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის“ - გივი მიქანაძე

14-09-2024

მედია სივრცეში 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, წალენჯიხელ ახალგაზრდებს ღია ცის ქვეშ ასაწყობი აუზი დაუდგა უფასოდ სარგებლობის მიზნით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა და ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაზე, რომლის სხდომებსაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. დეპუტატის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალები არა 26 ოქტომბერს, არამედ 27 ოქტომბერს ელოდებიან, რათა დესტაბილიზაციას შეეცადონ.


„15 ივლისიდან ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ფუქნციონირება დაიწყო უწყებათაშორისმა კომისიამ. დღეის ჩათვლით ჩატარდა კომისიის 5 სხდომა, რასაც მხოლოდ მმართველი გუნდისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რადიკალები არ არიან სამართლებრივ პროცესებზე ორიენტირებული და მათთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის.“ - აღნიშნა მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30