გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას ატარებს არა ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან, არამედ საზღვარგარეთ, საკუთარ მფარველებთან და ლობისტებთან

15-09-2024

ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას ატარებს არა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან, არამედ საზღვარგარეთ, საკუთარ მფარველებთან და ლობისტებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გორში ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ქართველი ხალხისგან განსხვავებით უცხოელის მოტყუება უფრო ადვილია.


„რაც შეეხება ოპოზიციის საზღვარგარეთ სიარულს, რეალურად ამისთვის არც უნდა ეცალოს ოპოზიციას. ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ არა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან, არამედ კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ საკუთარ მფარველებთან და ლობისტებთან. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მათ რეალობის შეგრძნებაც არ აქვთ.


საერთოდ არ ესაუბრებიან საზოგადოებას, თუმცა ამას აქვს ობიექტური მიზეზიც, არაფერი აქვთ სათქმელი და სწორედ ამიტომ დადიან საზღვარგარეთ და ტყუილებს ლაპარაკობენ უცხოელებთან, უცხოელის მოტყუება უფრო ადვილია, ქართველი ხალხის მოტყუება ადვილი არ არის, ვინაიდან ხალხი თვითონ ხედავს, რა ხდება ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031