გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხელვაჩაურში, მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მოსახლეობასთან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

16-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის სოფლების: განახლებისა და ქვედა სამების მოსახლეობას შეხვდა.


მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და საქართველოს ღირსეულ ევროპულ მომავალზე. იმ ფასეულობებზე რომლებიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.


დელეგატის თქმით, ამომრჩეველთან ერთად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობაში.


„მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ერთიანობა და მიზნისკენ სვლა შედეგს გამოიღებს.


ერთად, ჩვენ შევძლებთ ღირსეულად ვიაროთ მშვიდობისა და ევროპული განვითარების გზაზე, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვის საერთო წარმატების საფუძველი გახდება,“- განაცხადა მინდია დიასამიძემ.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე - ზაზა დიასამიძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031