გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

18-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ნადარეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.


შეხვედრაზე აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან განიხილა მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხები, ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

ასევე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გაეცნო ამომრჩეველი.


მოქალაქეებთან შეხვედრას, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე - ოთარ გრიგოლია, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი - ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები - ლევან აბაშიძე, ლევან არველაძე და თათია ჩახვაშვილი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031