18-09-2024
არავის უკვირს ის, რომ NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არც უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით საარჩევნო პროცესებში. მათ აქვთ გამოკვეთილი დღის წესრიგი, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში, რასაც ვერ ეღირსებიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს NGO-ები არ მალავენ საკუთარ პოლიტიკურ მიკერძოებას და პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას.
„იყო არაერთი ფაქტი, როდესაც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩვენი საარჩევნო აგიტაციისთვის, არაერთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ასეთი ფაქტები. ასევე იყო პარლამენტარებზე თავდასხმები. როდესაც არცერთი ასეთი ფაქტი არ ხვდება ანგარიშებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან არა დამკვირვებლები, არამედ, არიან პირდაპირი პოლიტიკური და საარჩევნო ინტერესების მქონე გაერთიანებები. ეს NGO-ები არც მალავენ საკუთარ პოლიტიკურ მიკერძოებას, პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ის, რომ მათ ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არც უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით საარჩევნო პროცესებში. მათ აქვთ გამოკვეთილი დღის წესრიგი, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში, რასაც ვერ ეღირსებიან", - განაცხადა პრემიერმა.