გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ღვინო სრულყოფილია, აშშ-ში იზრდება ქარვისფერი ღვინის მოხმარება“ - ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo&Partners” ვიცეპრეზიდენტი

19-09-2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.


12-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინით ვაჭრობის სფეროს  და „Colangelo&Partners”-ის წარმომადგენლები.


აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ვიზიტები წარმოადგენს აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. ვიზიტების ფარგლებში, სტუმრები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს, მის ისტორიას და კულტურას.


ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც  ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ,  ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.


„ამერიკის შეერთებულ შტატებში  იზრდება  ქარვისფერი ღვინის მოხმარება და რესტორნების  ღვინის მენიუს ჩამონათვალში უფრო და უფრო მეტად გვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ღვინო სრულყოფილია და ის საუკეთესოა სხვადასხვა განსხვავებული ტიპის  სამზარეულოსთვის. მე ვფიქრობ, რომ  რესტორნის სომელიეები, ღვინის სააგენტოების ხელმძღვანელები, სასტუმროების საკვებისა და სასმელების ოპერატორები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში ამ ხარისხის მრავალფეროვნების სანახავად და შეიტანონ ის თავიანთ ქვეყნებში ღვინის კატეგორიის  გასაზრდელად“, - აღნიშნა  „Colangelo&Partners”-ის ვიცეპრეზიდენტმა პოლ იანონმა (PaulYanon).


ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo&Partners“ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. „Colangelo&Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც  ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და  ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930