გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ცუცქირიძე გახარია-ხაზარაძის გაერთიანებაზე: არ არსებობს კვლევები ან რაიმე სხვა მონაცემები, რომლებიც ამ საკითხს შეისწავლიდა და დამაჯერებლად

19-09-2024

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი გაერთიანება არის დიდი გარღვევის მომტანი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, არ არსებობს კვლევები ან რაიმე სხვა მონაცემები, რომლებიც კონკრეტულ ამ საკითხს შეისწავლიდა და დამაჯერებლად გვეტყოდა, რომ ეს ნამდვილად ასეა, - ამის შესახებ "ლელოსთან" კოალიციაში მყოფი პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ, "ფორმულას" ეთერში განაცხადა.


როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, უცნობია, რამდენად სასარგებლო იქნება კოალიცია "ძლიერ საქართველოსთან" გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანება ბრძოლაში გადამწყვეტი წინსვლის მისაღწევად. მან ასევე განაცხადა, რომ გახარიასთან სერიოზული კითხვები აქვს როგორც წარსულზე, ისე მომავალთან დაკავშირებით.


"რამდენად არის ეს გაერთიანება პრაქტიკულად სასარგებლო იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ გავლენა ოპოზიციურ ბრძოლის ველზე და მივაღწიოთ გადამწყვეტ წინსვლას ამ ბრძოლაში - მე არ ვამბობ, რომ ან ერთი, ან მეორე არის სრულიად გამორიცხული, მაგრამ მე მაქვს ამასთან სერიოზული კითხვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ, მათ შორის, საკითხები როგორც წარსულთან, ისე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. წარსულთან, რაც შეეხება ადამიანის უფლებების საკითხებს, რაც შეეხება დემონსტრაციების საკითხებს, რაც შეეხება დემონსტრაციების დარბევის საკითხებს. ყველა ამბობს წინასაარჩევნოდ, რომ ის არის ყველაზე მაგარი პოლიტიკური პარტია და თუ ყველა ასეთი მაგარია, მაშინ, გაერთიანების აუცილებლობა რატომ დგას, ხომ? ბუნებრივია, ესე იგი, რომ ყველა ისეთი მაგარი ვერ არის და რაღაც გაერთიანების აუცილებლობები არსებობს." - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930