20-09-2024
ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები და პარტიის წევრები იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს. პარტიის ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მამუკა წოწერია დევნილ თეონა ქარდავას შეხვდნენ, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ქარდავა ინციდენტის დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. „ქართული ოცნების" ზუგდიდის დელეგატის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" სხვადასხვა უბნებში ჰქონდა პროვოკაციების მცდელობა და ის რაც მოხდა დევნილთა ჩასახლებაში იყო ამ პროვოკაციების კულმინაცია.
„კაცთმოძულე ,,ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს მივცემთ არავის ჩაგვრის უფლებას, მით უმეტეს ჩვენთვის ძვირფასი დევნილი მოსახლეობის! ჩვენ ყოველთვის ჩვენი ხალხის გვერდით ვართ - ახლაც აქ ბარამიას ქუჩაზე!
ის რაც ამაღამ ბარამიას დევნილთა დასახლებაში კაცთმოძულე პარტიამ იკადრა არის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წასვლა, მოსახლეობის ზიზღი და კიდევ ერთხელ მათი ნამდვილო სახის ჩვენება! დღეს სხვადასხვა უბნებში ჰქონდათ პროვოკაციების მცდელობა და ის რაც მოხდა ამ ჩასახლებაში იყო კულმინაცია.
მადლობა მოქალაქეებს ზუგდიდის სახელით გაკეთებული მნიშვნელოვანი განაცხადისთვის - ამ ხალხმა დღეს ერთხმად არა უთხრა მოძალადე პარტიას, რამაც გამოიწვია სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების აგრესია და ძალადობა!" - აცხადებს დავით კოდუა.