გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სერჟანტთა კონფერენცია გაიმართა

22-09-2024

საქართველომ, ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ქალაქ ბათუმში უმასპინძლა.


კონფერენცია თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გახსნა. მან შეხვედრის მონაწილე - ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის წარმატებით ჩატარება უსურვა.


ღონისძიებაზე ახალი თაობის სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისა და წვრთნის მნიშვნელობაზე, ასევე, ქართველი სამხედრო ტექნიკოს-სპეციალისტთა იერარქიული სისტემების განვითარებაზე იმსჯელეს.


ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.


შეხვედრა სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების ნატოს სტანდარტების შესაბამისად განვითარებას ისახავს მიზნად.


კონფერენცია ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბურჯუ სანიმ დახურა და საქართველოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930