გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ მეფისქალაქში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

24-09-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში ახალი სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტებით განახლებულ სკოლაში დაიწყო.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სკოლას ეწვივნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.


პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლა აღჭურვა ყველა შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.


სკოლის სრული რეაბილიტაციისათვის 3 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები განხორციელდა.


300 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის;

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30