გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა აუცილებლად მიიღებს საქართველოს ისეთს, როგორიც არის და აუცილებლად გახდება ჩვენი რეალური და ნამდვილი პარტნიორი

24-09-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორულ ურთიერთობებს გამოეხმაურა.


„ჩვენ გვინდა არა ვასალობა, არამედ პარტნიორობა“- განაცხადა ჩიბურდანიძემ და აღნიშნა, რომ თავად აშშ-ს არ უნდა აწყობდეს საქართველოსთან ისეთი ურთიერთობები, როგორიც აქამდე ჰქონდა, რადგან დღეს მსოფლიო პოლიტიკაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა.


თამარ ჩიბურდანიძემ განმარტა, რომ დარწმუნებულია - ამერიკა საქართველოს მიიღებს ისეთს, როგორიც არის და საქართველოს მოსახლეობა აშშ-ს პარტნიორის პოზიციაში ჩააყენებს.


„ჩვენ გვინდა არა ვასალობა, არამედ პარტნიორობა. დღევანდელ სიტუაციაში, თუ კი გუშინ სულ სხვა ვითარება იყო მსოფლიო პოლიტიკაში და შესაძლოა ამ ფორმით ურთიერთობა ამერიკისთვის იყო მისაღები, დღეს სწორედ ამერიკას არ უნდა აწყობდეს საქართველოსთან ისევ გუშინდელი დღით ურთიერთობა.


ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, რომ ამერიკა აუცილებლად მიიღებს საქართველოს ისეთს, როგორიც არის და აუცილებლად გახდება ჩვენი რეალური და ნამდვილი პარტნიორი. ეს რყევები, რაც ახლა არის, ჭიდაობა, მცდელობა, რომ არ გაუშვას ხელიდან ის, რაც დაჭერილი აქვს - ამ ყველაფერზე ქართველი ხალხი გააშვებინებს ხელს, საქართველოზე გააშვებინებს ხელს და ჩააყენებს იმ კალაპოტში, რასაც ჰქვია სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა“- აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930