გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანს შეხვდება და ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობას განიხილავს

25-09-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ვიზიტისას აგრძელებს შეხვედრებს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანთან შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპის საბჭო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა და მათთან აქტიურად მუშაობს ხელისუფლება.


"ახალ გენერალურ მდივანს რა თქმა უნდა, აქვს თავისი პრიორიტეტები, რომელსაც ის მომავალი წლების განმავლობაში განახორციელებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა მასთან შეხვედრის. ვფიქრობ, რომ შეხვედრის ფარგლებში იქნება განხილული ორმხრივ ფორმატში საქართველო- ევროპის საბჭოს თანამშრომლობა. ევროპის საბჭო არის ორგანიზაცია, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ კიდე უფრო ძლიერად განაგრძოს იმ პრიორიტეტების განხორციელება, რომელიც ჩვენ ორგანიზაციასთან გვაქვს დასახული",-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31