გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში 40 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი უკვე საქართველოშია

26-09-2024

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი ესტუმრა. სტუმრებს ძველ თბილისში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ უმასპინძლეს. სტუმრებს შორისაა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საუდის არაბეთის, გვატელას ტურიზმის მინისტრები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.


მსოფლიო ტურიზმის დღის მონაწილეები გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს, კულტურას, ისტორიას, დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.


ხვალ, 27 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან. გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.


საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს  ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031