გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თუ მხოლოდ სასარგებლო იდიოტის როლს მთავაზობენ, მირჩევნია ამაზე უარი ვთქვა - ბათუმელი ჟურნალისტი ირმა ზოიძე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ტოვებს

27-09-2024

ბათუმელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ირმა ზოიძე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ტოვებს – ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. ირმა ზოიძე კოალიციის რიგებში, ახალშექმნილი პარტიიდან „თავისუფლების მოედანი“ მოხვდა.


აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სია, რომელიც კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ გუშინ, 26 სექტემბერს გამოაქვეყნა და ზოიძე მერვე ნომერს იკავებს. გახდა თუ არა კოალიციის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი, სიაში მერვე ნომრად მოხვედრა, ზოიძე არ აკონკრეტებს.


„ჩემი პოლიტიკური კარიერა ძალიან მოკლე აღმოჩნდა. კრიზისულ სიტუაციაში ადამიანები მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით როცა მოქმედებენ და ავიწყდებათ ყველაფერი ის, რაც მანამდე კეთილშობილურ მიზნად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, დასანანია. შეიძლება სხვების თავებზე გადავლით შედეგზე გასვლა? ვიღაცები ფიქრობენ, რომ კი, თუმცა ეს პრინციპულად არასწორი მგონია. ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.


თუ მხოლოდ სასარგებლო იდიოტის როლს მთავაზობენ, მირჩევნია ამაზე უარი ვთქვა. ეს არ ნიშნავს, რომ ვნანობ ჩემს თავდაპირველ გადაწყვეტილებას ბრძოლისა და წინააღმდეგობისთვის ახალი საშუალებები მეცადა.


მე გადავდგი ნაბიჯი და ვიყავი სრულიად გულწრფელი ჩემს განცდებსა და მიზნებში. არ გამოვიდა. ცუდად დასრულდა, მაგრამ ეს მხოლოდ გამოცდილებაა და მეტი არაფერი. ბრძოლა, რა თქმა უნდა, გრძელდება“, – წერს, ირმა ზოიძე.


კოალიცია „ძლიერი საქართველოში“ ირმა ზოიძის საჯარო განცხადებაზე განმარტება არ გაკეთებულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930