29-09-2024
კასპის მუნიციპალიტეტში დასრულდა მუნიციპალიტეტის 2024 წლის პირველობა მინი ფეხბურთში.
ტურნირი 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 20 გუნდი მონაწილეობდა.
პირველი ადგილი - კასპის „ოლდ სქული“ (ძველი სკოლა“);
მეორე ადგილი სოფელ აღაიანის გუნდი;
მესამე ადგილის სოფელ თვალადის გუნდი.
გამარჯვებულ გუნდებს გადეცათ ფულადი ჯილდო, თასი და მედლები.
დაწესებული იყო სახელობითი პრიზები: საუკეთესო მეკარე ვლადიმერ დარახველიძე („ოლდ სქული“), საუკეთესო ბომბარდირი ონისე ონიაშვილი („ოლდ სქული“), საუკეთესო მოთამაშე ლევან გამხიტაშვილი („ოლდ სქული“), საუკეთესო გოლის ავტორი გიორგი ირემაშვილი (სოფელი აღაიანი), ტურნირის ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე უფლისა კვენეტაძე (სოფელი აღაიანი), ფინალური თამაშის პირველი გოლის ავტორი პაატა საგიაშვილი („ოლდ სქული“).
ტურნირის ორგანიზატორი იყო ა(ა)იპ სპორტის დაწესებულებების გაერთიანება, მხარდამჭერი კასპის მუნიციპალიტეტის მერია.