30-09-2024
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7297 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0532 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0480 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0799 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 1-ელ ოქტომბერს შევა ძალაში.