გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება

3-10-2024

იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი საქართველოში სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გადაწყვეტს, გეგმა არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.


მოდერატორის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საქართველოს გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი საქართველოს წინააღმდეგაც მსგავს ქმედებას გადაწყვეტს, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში გააკეთა, ზურაბიშვილმა განაცხადა:


„არ არსებობს გეგმა, თუ ამას გააკეთებს [პუტინი დაიწყებს სამხედრო ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ]. იმის გამო, რომ საქართველო არ არის უკრაინა, საქართველოს არ აქვს სამხედრო ძალა, ეს იქნება კიდევ ერთი კრიზისი თქვენთვის [დასავლეთისთვის]“, - ამბობს ზურაბიშვილი.


მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მობილიზება, ქართველი ხალხის რეალური პასუხი იქნება.


„ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ჩვენთვის არის ის, რაც უნდა დავიცვათ - დავიცვათ მშვიდობიანი გზით და გამოვხატოთ საკუთარი თავი. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მობილიზება არჩევნებზე დღეს არის რეალური პასუხი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "არ არსებობს მშვიდობა ნებისმიერ ფასად", რითაც გამოეხმაურა მოსაზრებებს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების და ნებისმიერ ფასად მშვიდობის დამყარების შესახებ.


„მშვიდობაა მხოლოდ მაშინ, როცა სამართლიანობაა, მშვიდობაა მხოლოდ მაშინ, როცა მოსახლეობას აქვს თავისუფლება და როცა ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა. მშვიდობა იქნება და ამაში დარწმუნებული ვარ, იმ დღეს, როცა რუსეთი მიხვდება, რომ როგორც ნებისმიერ სხვა ერს მსოფლიოში, მას აქვს საზღვრები, რომელიც უნდა სცეს პატივი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930