გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს - ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მათი დავალება

4-10-2024

სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის მათი არჩევანი. უფრო სწორად, ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მატი დავალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საზოგადოების 90%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს.


„სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის მათი არჩევანი. უფრო სწორად, ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მატი დავალება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველამ იცის ძალიან კარგად, რომ საზოგადოების 90%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს ამ კანონს. 92% დაფიქსირდა ბოლო კვლევაში ამ კანონის მიმართ მხარდაჭერა. როდესაც ასეთ დროსაც შენ ვერ ახერხებ დადგე ისეთ მხარეს, სადაც დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ მხოლოდ დავალებებით და არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031