გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ბანერებზე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული - ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე?

4-10-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ „ქართული ოცნების“ ბანერებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი - ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას“.


„კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული - ასე იცის 41-გრადუსიანმა სიცხემ. ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე? მე ვერ წარმომიდგენია, სამსახური როგორ უნდა გააგრძელონ აქ? მოკლედ, ასე გააგრძელეთ - ყველაფერს ვამჩნევთ, ყველაფერს ვიმახსოვრებთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31