გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე ნინო ჟიჟილაშვილზე: ნეობოლშევიკური მეთოდებით ცდილობს ავაზაკთა შორის უავაზაკესი დამსპონსორებლის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაცვას და მისი სამარცხვინო იდეების უნივერსიტეტის კედლებში გატარებას

7-10-2024

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, კავკასიის უნივერსიტეტში მყოფ ევროკავშირის ელჩთან „პოს ტვ“-ის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, ხოლო ნინო ჟიჟილაშვილი „იმედს“ შემდეგი სიტყვებით დაემუქრა - „მალე თქვენც დაიბლოკებით“.


გვენეტაძის თქმით, ნინო ჟიჟილაშვილი ნეობოლშევიკური მეთოდებით ცდილობს ავაზაკთა შორის უავაზაკესი დამსპონსორებლის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაცვას და მისი სამარცხვინო იდეების უნივერსიტეტის კედლებში გატარებას.


„სამწუხაროა, რომ ერთ დროს დემოკრატიისათვის მებრძოლი. საუბედუროდ, ამჟამად ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების გამძარცველ, კეზერას ფულებს დახარბებული ქ.-ნი ნინო ჟიჟილაშვილი, ნეობოლშევიკური მეთოდებით ცდილობს ავაზაკთა შორის უავაზაკესი დამსპონსორებლის ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაცვას და მისი სამარცხვინო იდეების უნივერსიტეტის კედლებში გატარებას. ნათქვამია: „ადამიანი, რომ გაიცნო ასი ფუთი მარილი უნდა შეჭამოო“. ჭეშმარიტად ასე ყოფილა. რამეთუ ქ.-ნი ჟიჟის მაგალითზე, კიდევ ერთხელ მკაფიო გახდა თუ რისი წარმოდინება შეუძლია ადამიანის შინაგანი სამყაროდან ისეთ, რაიმეს, რომელსაც კომუნისტები უწოდებდნენ „ხელის ჭუჭყს“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031