16-01-2018
როგორც ცნობილია, მუნიციპალური ბაღები შესაძლოა ფასიანი გახდეს. დედაქალაქის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მერიაში ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
მისივე თქმით, თუკი ცვლილება მოხდება, ბაღები ფასიანი მხოლოდ იმ ოჯახებისთვის იქნება, ვისაც ამის ეკონომიკური შესაძლებლობა აქვთ.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები. ეს არ არის მერიის დონეზე გადასაწყვეტი საკითხი, ეს ყველაფერი კანონით არის დარეგულირებული და ცენტრალური მთავრობისა და პარლამენტის სამუშაო საკითხია. თუმცა მე შემიძლია, ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ.
„დღეისათვის მუნიციპალური ბაღებით სარგებლობა ყველასთვის უფასოა. თუმცა, იმ ოჯახებს, რომლებსაც ამის ეკონომიკური შესაძლებლობა გააჩნიათ, აქ საუბარი არ არის სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებზე, არამედ მათზე, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, უნდა იხდიდნენ ბაღის საფასურს. შემოსული თანხები კი ბღებში მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას უნდა ხმარდებოდეს. იქნება ეს შენობის კეთილმოწყობა, გამაგრება, უკეთესი სათამაშოების შეტანა თუ სხვა. ეს არის ჩემი აზრი, თუმცა ვნახოთ, მთავრობა რას გადაწვეტს.
„ამ თემაზე ჯერჯერობით კონსულტაციები მიდმინარეობს და თავის დროზე ცვლილება ყველასთვის ცნობლი გახდება“, – აღნიშნა თბილისის ვიცე მერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
18-12-2024