გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: „მთავარმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას

8-10-2024

18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ „ბი ემ ჯი“-მ პოლიტიკური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს, ხოლო, რადგან „ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა.


მიქანაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა „მთავარის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც მათ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას, ხოლო, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება დაგმობის ნაცვლად მოიწონეს.


„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.


5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა "მთავარმა", "ტვ-პირველმა" და "ფორმულამ" გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას. ამასთანავე, ნაცვლად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მომხდარიყო ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დაგმობა, არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების “ევროპული ორბიტისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს ხელმძღვანელებმა, ასევე - ორგანიზაციამ “მედიის ადვოკატირების კოალიცია” მოიწონა ტელევიზიების ეს პოზიცია და სრული მხარდაჭერა გამოხატეს საჯაროდ. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიების ამ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოში ევროკავშირის ელჩის ზემოხსენებული განცხადება დაედო“ - განაცხადა მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930