გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები, ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად

8-10-2024

24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები, ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული შეზღუდვები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონიერად და მრავალი მტკიცებულების საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით, აღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს, მაინც მოეხსნათ ხსენებული სტატუსი და მიეცათ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა.


„მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონიერად და მრავალი მტკიცებულებების არსებობის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და წინასაარჩევნო გარემოს არდაზიანების მიზნიდან გამომდინარე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აღნიშნულ ორგანიზაციებს და პირებს მოეხსნათ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების სტატუსი და მიეცათ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პროცესში ოპონენტების მხრიდან წარმოებულ ნეგატიურ კამპანიაზე და რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა.


„26 სექტემბერს Facebook-ზე გავრცელდა „ქართული ოცნების“ ბანერის გაყალბებული სურათი, რომლითაც „ქართული ოცნების“ დევიზი „აირჩიე მშვიდობა“ გაიგივებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან.


სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა გაყალბებული ვიდეო მონტაჟი, რომლითაც თითქოს ქუთაისში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე მითითებულია ყალბი დევიზი: „მხოლოდ დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით, ევროპაში“.


3 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ვიდეო მონტაჟი, სადაც გორში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე გაყალბებულია პარტიის სლოგანი და მითითებულია „მხოლოდ ბოდიშით, მუხლებზე დგომით, დათმობით რუსეთისკენ“- განაცხადა მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930