გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ძალიან ბევრ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, მათ შორის ახალგაზრდა კაცს, ცოტნე ანანიძეს, რომელიც უნივერსიტეტიდან საპატიმროში, მხოლოდ მართალი სიტყვის გამო აღმოჩნდა

12-10-2024

პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანდიდატი ცოტნე ანანიძე მოსახლეობას წარუდგინა. დეპუტატმა ისაუბრა ნაცმოძრაობის რეჟიმზეც, რომლის მსხვერპლიც არის ცოტნე ანანიძე. მისი თქმით, მართალი სიტყვის გამო რეჟიმმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა და უნივერსიტეტიდან საპატიმროში გამოკეტა. ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობის რეჟიმს საქართველო არ იმსახურებს.


„აჭარის უმაღლესის საბჭოს კანდიდატი იქნება გამოცდილი ადამიანი, ცოტნე ანანიძე. ხშირად გვეუბნებიან, რომ არაა საჭირო წარსულზე საუბარი, მაგრამ როცა ცოტნეზე საუბრობ, შეუძლებელია არ ისაუბრო იმ რეჟიმზე, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, მათ შორის ახალგაზრდა კაცს, რომელიც უნივერსიტეტიდან საპატიმროში, მხოლოდ მართალი სიტყვის გამო აღმოჩნდა. მას იარაღი არ ეჭირა, ეჭირა მხოლოდ თავისი სიტყვა. საქართველო არ იმსახურებს ასეთ ხელისუფლებას. ცოტნეს დედა ზის დარბაზში და მიჭირს იმ პერიოდზე საუბარი. ცოტნე ანანიძე ეკუთვნის მთელს ქვეყანას. ის არის მაგალითი, როგორ ვერ გატეხა და პირიქით, მეტად გააძლიერა რეჟიმმა ადამიანი და დღეს არის უფლებადამცველი“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930