გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ტოლობის ნიშანი არსებობს ხალხსა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას შორის და დარჩება ძალაში მას შემდეგ, რაც საქართველოში შედგება კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები და მეცხრედ დამარცხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა"

14-10-2024

ხალხს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რაც, მათ შორის, აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ, შესაბამისად, ტოლობის ნიშანი არსებობს ხალხსა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ეს ტოლობის ნიშანი დარჩება ძალაში მას შემდეგ, რაც საქართველოში შედგება კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები და მეცხრედ დამარცხდება უკვე კოლექტიური „ნაცმოძრაობა".


„შესაბამისად, ურთიერთობები გადაიტვირთება ევროკავშირსა და იმ ხელისუფლებას შორის, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ არჩევანს. ტოლობის ნიშნის მოშლის მცდელობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის არის ისეთი ე.წ. ნარატივი, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ პრაქტიკას. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. შეიძლება ვიღაც იყოს გაღიზიანებული იმით, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამოც, რომ 2024 წელს კიდევ ერთხელ იტყვის ქართველი ხალხი უარს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", მაგრამ ყველამ გაღიზიანების მიუხედავად ქართველი ხალხის არჩევანს უნდა სცეს სათანადო პატივი", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031