გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის ჩათვლით, თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა"

14-10-2024

თქვენ იცით, რომ უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის ჩათვლით. თუ ვინმეს ინტერესებში შედის პროვოკაციები, ეს არის თვითონ „კოლექტიური ნაცმოძრაობა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ნაცმოძრაობის" წევრების მიერ, მათ ოფისზე თავდასხმაში „ქართული ოცნების" აქტივისტების დადანაშაულებას შეეხებოდა.


ირაკლი კობახიძის თქმით, თუ რაიმე ნიშნები არის, წარმოადგინონ მტკიცებულებები და გამოძიება ჩატარდება. მისივე განცხადებით, ხელისუფლების ინტერესებშია ქვეყანაში მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება.


„ჩვენს ინტერესებში ასეთი რამე საერთოდ არ შედის. შესაბამისად, მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ ჩვენგან ვინმეს ასეთი რამ გაეკეთებინა, თუ რამე ნიშნები არის, წარმოადგინონ მტკიცებულებები და რა თქმა უნდა, გამიძიება ჩატარდება. ჩვენს ინტერესებშია მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930