გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

16-10-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - კირიხლოს, წითელი სოფლის, მარადისის, დაშტაფასა და ყულარის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლებში ადგილობრივების საჭიროების გათვალისწინებით განხორციელებული პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე გაკეთდა.


„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31