გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ევროკავშირის წარმომადგენლობამ სალომე ზურაბიშვილი სიცრუეში ამხილა ე.წ. ტექნიკური მთავრობის ელჩის მიერ მხარდაჭერაზე, ეს მორიგი „შავი ლაქაა“ ფსევდოპრეზიდენტის სამარცხვინო პოლიტიკური ბიოგრაფიის ეპილოგში

20-10-2024

ეს მორიგი „შავი ლაქაა“ ფსევდოპრეზიდენტის სამარცხვინო პოლიტიკური ბიოგრაფიის ეპილოგში, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებას, რომ „ევროკავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს და ღიაა ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობისთვის“.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ ე.წ. ტექნიკური მთავრობის მხარდაჭერა უარყო, რითაც ზურაბიშვილი სიცრუეში ამხილა. მისივე თქმით, შესაძლოა, ჰერჩინსკიმ ზურაბიშვილს პირად საუბარში დაუდასტურა მხარდაჭერა, თუმცა, პრეზიდენტმა სულსწრაფობით აგენტოკრატიასაც უხერხულობა შეუქმნა.


„ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სალომე ზურაბიშვილი სიცრუეში ამხილა ე.წ. ტექნიკური მთავრობის ელჩის მხარდაჭერაზე. ეს მორიგი „შავი ლაქაა“ ფსევდოპრეზიდენტის სამარცხვინო პოლიტიკური ბიოგრაფიის ეპილოგში. შესაძლოა, პაველ ჰერჩინსკიმ პირად საუბარში გამოხატა ნაცრევანშისტული ე.წ. მინისტრთა კაბინეტისადმი მხარდაჭერა, მაგრამ პოლიტიკანობაში გამოცდილი ს.ზურაბიშვილი სულსწრაფი პერსონაჟია და აგენტოკრატიასაც უქმნის არაერთ უხერხულობას“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30