19-10-2018
იაპონური გამოცემა, «The Asahi Shimbun» ჟურნალისტ მიტიტაკ ჰატორის ავტორობით საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სხვა თემებთან ერთად, ჟურნალისტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც ეხება და აყენებს ვერსიას, შესაძლებელია თუ არა, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.
"თბილისში ყოფნისას ადგილობრივი ქართული ინტელიგენციის წარმოამდგენლებს პირდაპირ ვკითხე: „განა ევროკავშირი თავის რიგებში ისეთ ქვეყანას მიიღებს, რომელსაც მეზობლებთან ტერიტორიული დავა აქვს, განსაკუთრებით კი რუსეთთან? სამხრეთ ოსეთში [და აფხაზეთში] დღეს ცოტა ქართველი ცხოვრობს და აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და პარტიები მოწოდებების გაჟღერებას სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზე უარის თქმის მიზნით?“. ყველა ინტელექტუალმა უარყოფითი პასუხი გამცა. მათი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ტერიტორიებზე უარის თქმის იდეის არსებობა შეუძლებელია და მიმანიშნეს, რომ ტერიტორიულ პრობლემას ყველგან და საქართველოში განსაკუთრებული წონა აქვს.
შემრცხვა, რომ ასეთი სულელური კითხვა დავსვი"-წერს ჟურნალისტი.