გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე: გვყავს ორი დელეგატი, რომელთაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ტანჯვა-წამება საკუთარ თავზე გამოცადეს - ასეთმა ადამიანებმა ის ცხრა წელი როგორ უნდა დაივიწყონ?

22-10-2024

„მე რა უნდა ვისაუბრო წინა ხელისუფლების დროს არსებულ სასტიკ რეჟიმზე, როცა გვყავს დელეგატი ცოტნე ანანიძე, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა იმდროინდელი ციხის უბედურება, მხოლოდ იმიტომ, რომ მართალ სიტყვას ამბობდა“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.


მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ორი დელეგატი, რომელთაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ტანჯვა-წამება საკუთარ თავზე გამოცადეს და შეუძლებელია ასეთმა ადამიანებმა წინა ხელისუფლების დროინდელი ცხრა წელი დაივიწყონ.


„ჩვენს დელეგატს, ცოტნე ანანიძეს, იარაღი ხელში არასდროს ჭერია, არც ვიცი, იცის თუ არა საერთოდ მისი მოხმარება, ამ ფონზე კი ეს ადამიანი წინა ხელისუფლების რეჟიმმა ციხეში აწამა. რომ არა იმ ხელისუფლების შეცვლა, არც ვიცი, როგორ დაამთავრებდა ცოტნე ცხოვრებას.


ასევე, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, ჩვენი კუთხის სიმდიდრე, ჩვენი მომავალი დელეგატი პარლამენტში, გია ჭყონია, რომელსაც მხოლოდ საქმეში თუ ნახავდი - ხიდზე, გზაზე და ა.შ. , ისიც [წინა რეჟიმის უსამართლობის მსხვერპლი] იყო. ცოტნე ანანიძისგან განსხვავებით, კონკრეტულად, ციხეში არ იჯდა, მაგრამ პრობაციონერი იყო. მას ყველა ბიზნესი წაართვეს და ფინანსურად გაანადგურეს. ეს არის ტანჯვა-წამების ორი სხვადასხვა ისტორია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მოხდა. ამიტომ ვამბობთ - რა უნდა მოხდეს, რომ ჩვენმა ხალხმა ეს ყველაფერი დაივიწყოს? რომ გვეუბნებიან, იმ ცხრა წელს შეეშვითო - ამას ის ადამიანი რომელმაც ეს ყველაფერი გადაიტანა, ვერ შეეშვება“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930