გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი

26-10-2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გივი მიქანაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხობში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.


როგორც მან აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან, რა დროსაც ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში ხელი დაარტყა.


„გვინდა გამოვეხმაუროთ ხობში მომხდარ ინციდენტს. ხობის N1 საარჩევნო უბანში მისული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი ყორშია, რომელსაც შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიასთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი და ეს კონკრეტული ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში. მოხდა მყისიერი რეაგირება, 112-ში შევიდა შესაბამისი განცხადება და პოლიციამ უკვე განახორციელა საკითხის შესწავლა და ამ საკითხის მსვლელობას რა თქმა უნდა მივადევნებთ თვალს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031