გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თბილისსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც 2028 წლისთვის დასრულდება

28-10-2024

ჩვენ მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რომ საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის პირობებში.


„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენ მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი, როგორც თბილისში ასევე ქუთაისში. საუბარია სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც ჩვენს სტუდენტებს მისცეს საშუალებას, რომ უშუალოდ საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის პირობებში და შესაბამის გარემოში. ეს მისცემს მათ სრულიად სხვაგვარად საკუთარი ინტერესების რეალიზების საშუალებას. მთელი ყურადღება დაეთმობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც უნდა დასრულდეს 2028 წლისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930