29-10-2024
უნგრეთი მზად არის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის მიმართულებით წვლილი შეიტანოს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, საქართველო და უნგრეთი სტრატეგიული მიმართულებით განავითარებენ ურთიერთობებს.
„ჩვენ უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ ეკონომიკურ აღმავლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ტურიზმისა და წყლის რესურსების განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ერთად შეგვიძლია მუშაობა უმსხვილესი პროექტის ფარგლებში. ევროკავშირისთვის უმსხვილესია ეს პროექტი, რადგან უშველებელი ევროპული გეგმა გულისხმობს მწვანე ელექტროენერგიის მიწოდებას კავკასიის რეგიონიდან ევროპაში, რომელიც არის მეგაევროპული პროექტი. ამისათვის მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი მუშაობენ ამ მიმართულებით და ერთობის საწარმოც გვაქვს და ეს გადამწყვეტია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ევროკავშირის ტერიტორიაზე", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.