გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გაიმართა

31-10-2024

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან კლიმატის ცვლილების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს და განიხილეს კლიმატის ცვლილების პოლიტიკა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე.


შეხვედრა გახსნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა, რომელმაც კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფების რისკის მართვის საკითხების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


შეხვედის ფარგლებში, მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ ცოდნა და გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: კატასტროფების დროს უსაფრთხოების წესები, რისკის შეფასების, დათვლის და მონაცემების გამოყენების მექანიზმები,  მოწყვლადობის შეფასების პრაქტიკული ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, აგრომეტეოროლოგიის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების და კატასტროფების რისკის მართვის საკითხებში და კლიმატური სერვისების მიწოდება ფერმერებისთვის.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ექსპერტმა, არჩილ მაღალაშვილმა კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფების რისკის მართვის სასწავლო მოდულის სამუშაო ვერსია წარდაგინა. საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, შეხვედრის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ უახლოეს მომავალში, საჭიროა შემუშავდეს და უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგოს როგორც საგანი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება.


სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, შესაბამისი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.


შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც მწვანე კლიმატის ფონდის (GCF), ასევე  საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930