გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის

31-10-2024

„ის, რომ გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. ეს კანონები, არჩევნებზეც ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ევროკავშირთან საქართველო ამ საკითხებზე საუბარს სწორედ საკუთარი მოქალაქეების პოზიციის გათვალისწინებით გააგრძელებს.


ასევე, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო, უკრაინას და მოლდოვას უსწრებს ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების საერთო შეფასებაში, რაც ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის მთავარი არსია.


„ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარს, საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით. გარდა ფუნდამენტური მიმართულებისა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების საერთო შეფასებაშიც, რაც არის ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის მთავარი არსი. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ბევრისთვის მიმზიდველი. ამრიგად, საერთო შეფასების გათვალისწინებით, საქართველო კვლავ სოლიდურად უსწრებს მოლდოვას, ხოლო უკრაინას მხოლოდ სამ ჯგუფში: საგარეო ურთიერთობები, მწვანე დღის წესრიგი და რესურსები - ჩამორჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით ვუსწრებთ ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელთანაც ასევე დაწყებულია გაწევრიანების მოლაპარაკებები. სწორედ ეს 35 თავია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, ანუ, საქართველოს ევროპული გზა. ეს არის დინამიკური, საქმიანი, ექსპერტული პროცესი, რომელშიც საქართველო 2014 წლიდან, ერთგულად, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930