გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან მათი ღირებულებები და განზრახვები არ არის ქართველი ერის შესაბამისი - რასაც ეტყვიან მათი პატრონები, ზუსტად ისე მოიქცევიან

5-11-2024

ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან მათი ღირებულებები და განზრახვები არ არის ქართველი ერის შესაბამისი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.


შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას რასაც დაავალებენ, ისე მოიქცევა.


„გეგმა ვერ ექნება იმ ხალხს, რომლებიც იმართებიან სხვებისგან. რასაც სხვები ეტყვიან, ზუსტად ისე მოიქცევიან. დააკვირდით, ახლა ხომ ამბობენ გადაჭრით, რომ პარლამენტში არ შევლენ და ა.შ. გაიხსენეთ 2020 წელი, როგორ გადაჭრით საუბრობდნენ და მერე როგორ მოიქცნენ. ახლაც იგივე მოხდება, როგორც მათი პატრონები დაავალებენ, ისე მოიქცევიან. მაშინ, არც იმის თავმოყვარეობა ეყოთ, რომ ხელფასები მოითხოვეს, რომელიც გაცდენების გამო დაქვითული ჰქონდათ.

2021 წლის დეკემბერში ბიურო შევკრიბეთ იმისთვის, რომ ხელფასები მიგვეცა და მსუყე თანხები ჩაერიცხათ ამ რევოლუციონერ ხალხს, რომლებიც იქამდე ამბობდნენ, რომ ხელფასები არ სჭირდებათ. ამ მხრივ მათ არანაირი თავმოყვარეობა არ გააჩნიათ. როდესაც ხარ სხვის მსახურებაში, მაშინ აქ თავმოყვარეობა უნდა დათმო. ასე აქვთ დათმობილი, რასაც ეტყვიან მათი პატრონები, ზუსტად ისე მოიქცევიან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930