გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად

7-11-2024

სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება - ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თქვა უარი, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად.


„ერთადერთი კონკრეტული მოწოდება იყო მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მყისიერად დაიწყო გამოძიება, ცესკომ მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მეორე დღეს აღძრა საქმე, დაიწყო გამოძიება, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ ამაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა უარი, მან არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება. რატომ არ გაითვალისწინა, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, ვინაიდან არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031