გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გორბის“ დამფუძნებელი მერაბ ფაჩულია: რომ შეადარო დანარჩენ პარტიებს, „ლელოს“ და „გახარიას“ ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს წამოყვანილი, ვინც 2020-ში მისცა „ნაციონალურ მოძრაობას” ხმა

8-11-2024

„4 საათზე შევნიშნეთ ჩვენ, რომ ამ ორი პარტიის, "გახარიას" და "ლელოს" პროცენტი იმატებდა, ჩავთვალეთ რომ ეს იყო სტატისტიკური ანომალია, იშვიათად ხდება, მაგრამ ასეთი მოვლენა არის და არ მივაქციეთ ამას ყურადღება, თუმცა, უკვე რაც გვქონდა საბოლოო მონაცემები, იქ ვთქვით, რომ ამას ანომალიასთან არ აქვს კავშირი, იმიტომ, რომ ცოცხალი ადამიანები მოვიდნენ და თქვეს, რომ ამათ ვაძლევთ ხმას“, - განაცხადა „გორბის“ დამფუძნებელმა, მერაბ ფაჩულიამ, გადაცემაში „იმედი LIVE“.


მისი განცხადებით, საღამოს საათებში დააკლდა „ქართულ ოცნებას“ ხმები და მოემატა „ლელოს“ და „გახარიას“ პარტიებს, რის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ ეს სტატისტიკური ანომალია არ იყო.


გამომდინარე აქედან, "ლელოს" დაემატა პროცენტი და "გახარიას" პარტიამ გადალახა 7%. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", იქაც სხვაობა გვაქვს, მაგრამ არა კატასტროფული. „ოცნების“ ამომრჩეველს დემოგრაფიული კუთხით თუ შევხედავთ, დიდი ნაწილია არის არაახალგაზრდა, ზრდასრული მოსახლეობა და ისინი უფრო ადრე მიდიან ხმის მისაცემად, ვიდრე ახალგაზრდები. საღამოსკენ დააკლდა "ოცნებას" ხმები და საღამოსკენ მოემატა ამ ორ პარტიას ხმები, თუმცა, ვერ წარმოვიდგენდით და მე პირადად, მხოლოდ 7-8 საათზე მივხვდი, რომ არანაირ ანომალიასთან არ გვქონდა საქმე. მოვიდა ამომრჩეველი და თქვა, რომ მივეცი ხმა - ამასთან გვქონდა საქმე, ჩვენ ეს დავინახეთ, რასაც აუცილებლად მომავალშიც გავითვალისწინებთ, ასეთი რამ არ გვინახავს. ჩვენთვის ასევე ძალიან რთული იყო ემიგრანტების ქცევის განსაზღვრა, თუმცა არსებობს ინსტრუმენტი, რომ რაღაც შეფასება გვქონდეს ეგზიტპოლის ჩატარებამდე." - განაცხადა მერაბ ფაჩულიამ.


მისივე თქმით, კვლევებში ასახულია ისიც, რომ სწორედ "ლელოს" და "გახარიას" ჰყავთ წამოყვანილი ყველაზე მეტი ამომრჩეველი "ნაციონალური მოძრაობისგან".


„მე შემიძლია გითხრათ, რაც ასახულია ამ კვლევებში. ერთ-ერთი კითხვა, რესპონდენტებს რასაც ვუსვამდით იყო, 2020-ში, წინა საპარლამენტო არჩევნებში ვის მიეცი ხმა. ამ ორ პარტიას, რომ შეადარო, დანარჩენ პარტიებს, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს წამოყვანილი, ვინც 2020-ში მისცა “ნაციონალურ მოძრაობას” ხმა,” - აღნიშნა ფაჩულიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930